- მე ძალიან მაწუხებს დღევანდელობაში გავრცელებული არასწორი აზროვნება. მინდა ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდებიან სტერეოტიპებისმოწინააღმდეგე ბავშვები, რომლებიც ჩემთან ერთად შეებრძოლებიან უსამართლობას და ადამიანურ სისუსტეებს თავიანთ წრეში. დიდ მასშტაბებზე ოცნებაც არ შეიძლება, მაგრამ, იქნებ, სკოლის შიგნით მაინც მოგვეხერხებინა რამე.
- სკოლაში უამრავი რამ ხდება, რაც არ მომწონს(ეს განა მარტო ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, არამედ, ქრისტიანობას ეწინააღმდეგება), მაგ.: ბილწსიტყვაობა( გინება), ერთმანეთის შეურაცხყოფა და უდიერი მოპყრობა (უამრავი უბედურება, რომელიც უხეშად არღვევს ათ მცნებას და იწვევს ადამიანის სულის ლპობას). ყველაზე ცუდი კი, ის არის, რომ ასეთ მოქცევას სათნოებად მიიჩნევენ და გამართლებად მოჰყავთ "მწარე რეალობა". ხალხო, განა ადამიანებს "რეალობა" მიწაზე დახვდათ?! რეალობა დედამიწაზე ადამიანმა შექმნა _ რასაც ვაკეთებთ ის არის რეალობა, ჩვენ ვქმნით რეალობას და ის ჩვენგან დამოუკიდებლად არ არსებობს. მაშ, მოდით, სიკეთე ვაქციოთ რეალობად!
- ნუ წაუყრუებ ამას, ვინ შეცვლის მსოფლიოს, თუ არა, ჩვენ!
Saturday, February 20, 2010
გამოფხიზლდი!
Subscribe to:
Comments (Atom)